დასრულებული პროექტები - თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი

პროექტი: „კლიმატის ცვლილების მიტიგაცია გურიაში - სამოქალაქო აქტივიზმი სუფთა სუფსისთვის“
პროექტის დასახელება: „კლიმატის ცვლილების მიტიგაცია გურიაში - სამოქალაქო აქტივიზმი სუფთა სუფსისთვის“, პროექტი მიმდინარეობდა ევროკავშირის მხარდაჭერილი საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO CAP) ფარგლებში, რომელსაც CENN-ი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ახორციელებს ოთხ რეგიონში (2022, აგვისტო-დეკემბერი).

მიზანი: გურიის რეგიონში კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის ხელშეწყობა. უფრო კონკრეტულად იდენტიფიცირებული პრობლემის - შავ ზღვაში ჩამავალი მდინარე სუფსის აუზის დაბინძურების რისკების შეფასება და პრევენციული მექანიზმების დანერგვა მოქალაქეთა ჩართულობისა და ცნობიერების ამაღლების გზით.

შედეგები: ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში იდენტიფიცირდა ქაოტური ნაგავსაყრელები; მდინარის სანაპიროებზე განთავსდა საინფორმაციო ბანერები; ჩატარდა სოციალური მედიაკამპანია „გადაიღე სუფსა“; მომზადდა ვიდეორგოლი და სხვა საცნობარო მასალები; შემუშავდა რეკომენდაციები; ჩატარდა შემაჯამებელი ფორუმი ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, დარგის სპეციალისტების, მედიისა და პროექტის ბენეფიციარების მონაწილეობით.

პროექტი: „ოზურგეთში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელ ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება - შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად“
პროექტის დასახელება: „ოზურგეთში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელ ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება - შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად“, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი განხორციელდა „ქალთა ფონდი საქართველოში“-ის ხელშეწყობით (2022, იანვარი-აგვისტო).

პროექტის მიზანი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელ ქალთა (აჭარის მაღალმთიანი რეგიონიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტების, რეპატრიანტი მუსლიმი მესხი ქალების, სომხური თემისა და ქართულ-პოლონური დიასპორის წარმომადგენელი ქალების) ეკონომიკური განვითარების კუთხით არსებული საჭიროებების გამოკვლევა, მათი ეკონომიკური გაძლიერებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.

შედეგები: გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან; ქალთა ეკონომიკური საჭიროებების შესახებ მომზადდა კვლევა, საინფორმაციო სტატიები და ვიდეოისტორიები; ჩატარდა ტრენინგები ბენეფიციართა მონაწილეობით, შეიქმნა ეკონომიკურ საქმიანობაში სხვადასხვა ფორმით ჩართულ ქალთა ელექტრონული ბაზა და დახურული ფეისბუქჯგუფი, სადაც ხდება ინფორმაციის განახლება და გაცვლა.

პროექტი: „ტურისტული ბრენდი - ტურიზმის გაძლიერების შესაძლებლობები გურიაში. ევრორეგიონ BUG-ის გამოცდილების გაზიარება“
პროექტის დასახელება: „ტურისტული ბრენდი - ტურიზმის გაძლიერების შესაძლებლობები გურიაში. ევრორეგიონ BUG-ის გამოცდილების გაზიარება“. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „პოლონეთის დახმარების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტი განხორციელდა ევრორეგიონი BUG-თან პარტნიორობით (2021).

მიზანი: გურიის ტურისტული ბრენდის შექმნის ხელშეწყობა.

შედეგად: გაფორმდა მემორანდუმები გურიის მხარის მუნიციპალუტეტებთან; ჩატარდა ტურისტული (ონლაინ) ფესტივალი, ქართველი და პოლონელი შემოქმედებითი ფოლკლორული ჯგუფებისა და კულინარების მონაწილეობით; განხორციელდა სამუშაო ვიზიტები; ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა ტურისტული ბრენდის კონცეფცია; მომზადდა ტურისტული ფილმი, ჩატარდა ტრენინგები ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის.

პროექტი: „საჯარო სერვისების დიზაინისა და სიმწიფის შეფასება ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში“
პროექტის დასახელება: „საჯარო სერვისების დიზაინისა და სიმწიფის შეფასება ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში“, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი განხორციელდა „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის“ ხელშეწყობით (2021).