განცხადები - თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი

ტენდერი ორგანიზაციის საკომუნიკაციო სტრატეგიის მოსამზადებლად
სატენდერო განცხადება

„მონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი CPC“, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ მხარდაჭერითა და პროექტის — „გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება — სამოქალაქო კეთილდღეობისთვის“ ფარგლებში, აცხადებს ტენდერს ორგანიზაციის კომუნიკაციის სტრატეგიის მომზადებაზე.

კომუნიკაციის სტრატეგია უნდა მოიცავდეს შიდა და გარე კომუნიკაციის კომპონენტებს, ბრენდბუქის (Brand Book) შექმნის სტანდარტებს, ინტერვიუებს, რეკომენდაციებს, საჭიროებებისა და მიგნებების ანალიზს. ასევე, ახალი ფონდებისა და პარტნიორების მოძიების სქემას, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიზანს — ჩამოყალიბდეს ანგარიშვალდებულ და კონკურენტუნარიან აქტორად.

ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვთ შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

კომუნიკაციის სტრატეგიის მომზადებისას მნიშვნელოვანია სამუშაო პროცესში ორგანიზაციის წევრების ჩართულობის უზრუნველყოფა და მათთან მჭიდრო თანამშრომლობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი წინადადება და ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია ელექტრონულ მისამართზე: cpc.ngo@gmail.com არაუგვიანეს 2023 წლის 3 მარტისა.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

რეზიუმე (CV);

ინფორმაცია ანალოგიური სამუშაოს შესრულების გამოცდილების შესახებ;

დარგის ექსპერტის რეკომენდაცია.

შეფასების კრიტერიუმები:

შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

შეკვეთის შესრულებისთვის საჭირო დრო;

მომსახურების ღირებულება.

ტენდერი ორგანიზაციის ვებსაიტის დამზადებაზე
სატენდერო განცხადება

„მონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი CPC“, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ მხარდაჭერითა და პროექტის — „გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება — სამოქალაქო კეთილდღეობისთვის“ ფარგლებში, აცხადებს ტენდერს ორგანიზაციის ვებგვერდის მომზადებაზე.

ვებგვერდის მიზანია დაინტერესებული მხარეების ინფორმირება ორგანიზაციის საქმიანობისა და სერვისების შესახებ. ვებგვერდის მეშვეობით მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები მათთვის საინტერესო თემებზე.

ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვთ შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

ზოგადი მოთხოვნები:

მარტივი, თანამედროვე დიზაინი, რომელიც მორგებული იქნება სხვადასხვა თაობის ინტერესებზე;

ორენოვანი პლატფორმა (ქართული და ინგლისური);

ადაპტირებული შშმ პირებისთვის;

სწრაფი ნავიგაცია;

ვიზიტორთა სტატისტიკა და სხვა მონაცემები;

მარტივი მართვის პანელი;

ვებგვერდის ერთწლიანი ტექნიკური მხარდაჭერა;

შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს ორგანიზაციის მიერ მიწოდებული ინფორმაციის დამუშავება, ინგლისურ ენაზე თარგმნა და ვებგვერდზე განთავსება;

შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს დომენის სახელის შეძენა და მისი 5-წლიანი სარგებლობის საფასურის გადახდა;

შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს ჰოსტინგის შეძენა და მისი 5-წლიანი სარგებლობის საფასურის გადახდა;

შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს მინიმუმ 3 ვიზიტი ოზურგეთში (ფიზიკური და არა ონლაინ) და ვებგვერდის დიზაინის შეთანხმება პროექტის გუნდთან;

შემსრულებელმა უნდა ჩაუტაროს ტრენინგი დამკვეთს მართვის პანელის გამოყენების შესახებ.

პროექტის ფარგლებში, აღნიშნული მომსახურებისთვის გათვალისწინებულია ანაზღაურება 6,980 ლარის ოდენობით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ვებგვერდების მომზადების მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება.

სატენდერო განაცხადის წარდგენა:

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი წინადადება ელექტრონულ მისამართზე: cpc.ngo@gmail.com არაუგვიანეს 2023 წლის 3 მარტისა.

შეფასების კრიტერიუმები:

შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

შეკვეთის შესრულებისთვის საჭირო დრო;

მომსახურების ღირებულება.