მიმდინარე პროექტები - თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი

პროექტი „ქალები თემის კეთილდღეობისთვის - ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების ჩართულობის გაზრდა საჯარო კონსულტაციებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში“
„თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრმა“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის „ქალები თემის კეთილდღეობისთვის - ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების ჩართულობის გაზდა საჯარო კონსულტაციებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ განხორციელება დაიწყო.

პროექტის მიზანია თანამონაწილეობის მექანიზმების და ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენების სწავლების გზით, გავზარდოთ ქალების სამოქალაქო აქტიურობა და ჩართულობა თემის საქმიანობაში.

პროექტის ფარგლებში ქალები მოამზადებენ და მუნიციპალიტეტს წარუდგენენ ელექტრონულ პეტიციებს, ასევე, ქალების ინფორმირებულობის და ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდება „სამოქალაქო პიკნიკები“.

პროექტი დაფინანსებულია „ქალთა ფონდი საქართველოში“ და ბრიტანული ფონდის სიგრიდ რაუზინგ თრასთის მიერ.

პროექტი „სათათბირო დემოკრატიის ინსტიტუციური განვითარება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“
„თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი’’, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, მართავს პროექტს „სათათბირო დემოკრატიის ინსტიტუციური განვითარება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“.

პროექტი ხორცილდება 2024 წლის 11 იანვრიდან 2025 წლის 10 იანვრის ჩათვლით, ევროპის საბჭოსთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოსთან, ადგილობრივ ბიზნეს და სამოქალაქო ორგანიზაციებთან პარტნიორობით.

პროექტის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის აქტუალური პრობლემის - მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის საკითხის გადაჭრისთვის რეკომენდაციების შემუშავება მონაწილეობითი დემოკრატიის ინოვაციური და არსებული მექანიზმების გამოყენებით, მათ შორის, „მოქალაქეთა ასამბლეას“ მოწვევის გზით.

აღსანიშნავია, რომ პროექტის გუნდი დაეყრდნო USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მიერ პარტნიორ მუნიციპალიტეტებში ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვით ოზურგეთის მოქალაქეებმა პირველ პრიორიტეტულ პრობლემად სწორედ მიუსაფარი ცხოველების საკითხი დაასახელეს, ხოლო მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ გამოთქვეს აქტიური თანამშრომლობის მზაობა აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად.

პროექტის შედეგად, მუნიციპალიტეტი შეიმუშავებს მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის ქმედით პოლიტიკას, შეიქმნება საზოგადოებრივი დისკუსიის და დიალოგის მდგრადი პლატფორმა, რაც გახდება მყარი ბაზისი საჯარო, სამოქალაქო და კერძო თანამშრომლობის გზით მუნიციპალიტეტისათვის პრიორიტეტული პრობლემების გადაჭრისათვის.

პროექტის გუნდი ადვოკატირებას გაუწევს „მოქალაქეთა ასამბლეას“ მიერ ექსპერტებთან თანამშრომლობით შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებას, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის დამტკიცებასა და ნორმატიული აქტის მიღებას.

პროექტის ფარგლებში, ცნობიერების ამაღლების მიზნით, გაიმართება „სამოქალაქო პიკნიკები“ – საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასა და სამოქალაქო აქტორებთან, ასევე დაგეგმილია აქტიური სოციალური მედიაკამპანია და ინტერმუნიციპალური ჰიბრიდული კონფერენცია, სადაც გაზიარებული იქნება პროექტის შედეგები და გამოცდილება.

პროექტი: „გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება - სამოქალაქო კეთილდღეობისთვის“
პროექტის დასახელება: „გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება - სამოქალაქო კეთილდღეობისთვის“, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტი მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) ხელშეწყობით (2023 წელი, იანვარი-ივლისი).
მიზანი: ორგანიზაციის ინსტიტუციური გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოებასა და დაინტერესებულ მხარეებთან/პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის გზით.
აქტივობები: ვებგვერდისა და კომუნიკაციის სტრატეგიის შექმნა, კომუნიკაციის ჯგუფის ორგანიზება/მართვა, სასარგებლო სერურსების გაზიარებისა და თანამშრობლობის კარგი პრაქტიკის დანერგვა.

პროექტი: „შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად“ - აქტივიზმი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“.
პროექტის დასახელება: „შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად“ - აქტივიზმი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“. ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტი მიმდინარეობს „ქალთა ფონდი საქართველოში“-ის ხელშეწყობით (2023 წელი, იანვარი-ნოემბერი).
მიზანი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული ქალების (მათ შორის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლების) გაძლიერება და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.
აქტივობები: „სამოქალაქო პიკნიკების“ ფორმატის შეხვედრებისა და მასტეკლასების ორგანიება; მეწარმე ქალთა ვიდეოისტორიების მომზადება; კომუნიკაცია გენდერული თანასწორობის საბჭოსთან; რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.

პროექტი: „გურია - სიცოცხლის ზეიმი. გურიის ტურისტული ბრენდის სტრატეგიის შექმნა და განხორციელება“
პროექტის დასახელება: „გურია - სიცოცხლის ზეიმი. გურიის ტურისტული ბრენდის სტრატეგიის შექმნა და განხორციელება“ (Guria – Celebrate Life. Development and implementation of the Guria brand strategy). პოლონურ-ქართული პროექტი ტურიზმის მიმართულებით, მიმდინარეობს ევრორეგიონ BUG-თან პარტნიორობითა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით (2022-2024).
მიზანი: გურიის ტურისტული ბრენდის სტრატეგიის შექმნა და განვითარება
აქტივობები: გურიის ტურისტული ბრენდის შექმნის მიზნით, სამუშაო და საკონსულტაციო შეხვედრები, სემინარები, ტრენინგები ექსპერტების ჩართულობით, მედიაჩართულობა და სასწავლო-საგანმანათლებლო ვიზიტები.