სიახლეები - თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში „სამოქალაქო პიკნიკი“ გაიმართა
„ქალთა აქტივიზმი ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში „სამოქალაქო პიკნიკი“ გაიმართა, სადაც ისაუბრეს ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს გეგმებისა და მუნიციპალური ციფრული სერვისების შესახებ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ოზურგეთის მერიის, გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საკრებულოს წარმომადგენლები, პროექტის ფარგლებში შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრები და მეწარმე ქალბატონები, რომლებმაც ერთმანეთს მცირე საოჯახო მეურნეობებისა და ბიზნესის მართვის გამოცდილება გაუზიარეს. დასასრულს, გაიმართა მეწარმე ქალთა ვიდეოისტორიების ჩვენება და მაკიაჟის ხელოვნების მასტერკლასი.

„სამოქალაქო პიკნიკი“ გაიმართა პროექტის „შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად - აქტივიზმი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებითა და „ქალთა ფონდი საქართველოში“-ის მხარდაჭერით.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ „თანამონაწილოებისა და ჩართულობის ცენტრთან - სიპისი ქალთა ფონდი“ ურთიერთთანამშროლობის მემორანდუმი გააფორმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ სხდომაზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად“ - აქტივიზმი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, „თანამონაწილოებისა და ჩართულობის ცენტრთან - სიპისი ქალთა ფონდი“ ურთიერთთანამშროლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმი სხვადასხვა ეროვნების ქალთა მხარდაჭერას ითვალისწინებს. სხდომაზე ისაუბრეს ოზურგეთში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელ ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებასა და საჭიროებათა კვლევაზე, ასევე, იმ მიგნებებსა და რეკომენდაციების შესახებ , რომელთა შესრულებაც ხელს შეუწყობს ქალთა განათლებას, სამეწარმეო უნარების გაუმჯობესებასა და სამოქალაქო პროცესებში ჩართულობას.

„ფინანსური დამოუკიდებლობა, საგანმანათლებლო თუ სამეწარმეო პროექტებში მონაწილოება ძალიან მნიშვნელოვანია ქალებისთვის, არა მხოლოდ მათი ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით, არამედ ეს არის ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციაც“ - აღნიშნა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ნინო ჭანიშვილმა.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს „ოზურგეთში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელ ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება - საჭიროებათა კვლევის“ მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ, რომელთა შესრულება ხელს შეუწყობს ქალთა განათლებას, სამეწარმეო უნარების გაუმჯობესებას და სამოქალაქო პროცესებში ჩართულობას.

#ოზურგეთი2023

გურული მეწარმე ქალები მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან
ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრმა დაიყწო ახალ რუბრიკა „ქალები არასამთავრობო ორგანიზაციიდან“

ორგანიზაციის სახელწოდება: თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი
სახელი: ნანა

გვარი: სიხარულიძე

რა მიმართულებით მუშაობს ორგანიზაცია: ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის გამოვყოფ რამდენიმე მნიშვნელოვან სფეროს: ეს არის მოქალაქეთა თანამონაწილეობისა და ჩართულობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, მოწყვლადი ჯგუფების ინიციატივების მხარდაჭერა, ეთნიკური უმცირესობების ინიციატების მხარდაჭერა, მათი ჩართულობის ხელშეწყობა საზოგადოებრივ საქმიანობაში, ასევე თემატური კვლევებისა და საინფორმაციო კამპანიების ჩატარება და მონიტორინგი. ორგანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი გახლავთ ქალთა უფლებების მიმართულებით მუშაობა, მათი დასაქმების ხელშეწყობა, ეკონომიკური გაძლიერება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა.

კითხვა 1. რამდენად ახერხებს დღეს არასამთავრობო სექტორი ცვლილებებს, რამდენად ითვალისწინებენ თქვენს რეკომენდაციებს გადაწყვეტილების მიმღები პირები.

მადლობა კითხვის ამგვარი ფორმულირებისთვის, რადგან ვფიქრობ, რომ დღეს ეს არის პრობლემა, რომელიც მეტნაკლებად დგას არასამთავრობო სექტორის წინაშე. ერთია კარგად განხორციელებული პროექტი, პრობლემის ზუსტი იდენტიფიცირება და საჭიროებებს მორგებული რეკომენდაციები, და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია, ხელისუფლების მიერ პროექტის შედეგად მიღებული სარგებლის გამოყენება, მისი მდგრადობის შენარჩუნება და რეკომენდაციების გათვალისწინება.

მინდა გითხრათ, რომ ამ მხრივ ჩვენ არანაირ ბარიერს და წინააღმდეგობას არ ვაწყდებით და ამისი უპირველესი მიზეზი ჩვენი განსაკუთრებულობა არ არის, არამედ ჩვენი მუშაობის სტილი და სტრატეგია. ჩვენს აქამდე განხორციელებულ ყველა პროექტში აქტიურად ვრთავთ თავად გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, ადამიანებს, რომლებმაც მომავალში უნდა გააგრძელონ ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაო იქნება ეს, თუ ინიციატივა. ყველა ახალი პროექტის დასაწყისში პრობლემაზე და განსახორციელებელ აქტივობებზე საუბარს ვიწყებთ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან და ვფიქრობთ, ჩვენი ორგანიზაციის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ამგვარად დაგეგმილი საქმიანობაა.

ასე დავიწყეთ ერთ-ერთი, ბოლო წარმატებული პროექტიც, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის რეკომენდაციების მომზადებას ითვალისწინებდა.

კითხვა 2. არსებულ ვითარებაში ძირითად გამოწვევად რას მიიჩნევთ, რაც აფერხებს სამოქალაქო სექტორის განვითარებას, უნდობლობას, აქტიური ანტი განწყობების შექმნას ცდილობენ ამ ორგანიზაციების მისამართით, რატომ?

სამოქალაქო სექტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში და მოსახლეობას მეტად საჭირო მომსახურებას სთავაზობს, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები ჯერ კიდევ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან, ეს არის ფინანსური და ინსტიტუციური მდგრადობა. ორგანიზაციების უმეტესობა მთლიანად დამოკიდებულია საერთაშორისო დონორების მხარდაჭერაზე.

ჩვენი ორგანიზაციის მთავარ გამოწვევად სწორედ ამ ინსტიტუციურ და ფინანსურ მდგრადობას მივიჩნევთ, და ამ პრობლემის გადასალახად ჩვენ ვცდილობთ იგივე უცხოელი თუ ქართველი დონორების დახმარებით გავძლიერდეთ, შევქმნათ ბერკეტები ჩვენი როგორც ადამიანური რესურსების, ასევე ფინანსური მდგრადობის გაასაუმჯობესებლად.

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის მიმართ უარყოფითი განწყობების შექმნას, მსგავსი დამოკიდებულება ზოგიერთი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლის მხრიდან შესაძლოა იგრძნობოდეს რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით, თუმცა ეს რა თქმა უნდა მთლიანად არასამთავრობო სექტორის მიმართ ვერ გავრცელდება და ვერც ამინდს ქმნის ასეთი დამოკიდებულება.

არასამთავრობო სექტორი ხომ ძირითადად შეცდომებზე, პრობლემებზე, გამოწვევებზე მიუთითებს ხელისუფლებას, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მოვალეობა, რომ ვეძებოთ პრობლემები, მაგრამ ამასთან სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად ვეცადოთ პრობლემების გამოსწორებას. ჩვენ არ ვართ ჩასაფრებულ პოზიციაში და ეს არის მთავარი. ჩვენთვის მთავარია პრობლემა აღმოიფხვრას და ამ პრობლემის აღმოფხვრაში რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს უდიდესი როლი აქვთ, ეს რა თქმა უნდა გაცნობიერებული გვაქვს.

ჩვენ კოსტრუქციულები ვართ, თუმცა ამავე დროს თვალს არ ვხუჭავთ პრობლემებზე და ღიად და ხმამაღლა ვსაუბრობთ ამ პრობლემებზე ჩვენს პროექტებში.

კითხვა 3 გვიამბეთ თქვენი ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროექტზე, რომელიც ქალების ეკონომიკური გაძლიერებისკენ იყო მიმართული? რა პრობლემების წინაშე არიან მეწარმე ქალები გურიაში და რა კუთხით სჭირდებათ დახმარება?

ჩვენი ორგანიზაცია ჯერ მხოლოდ 2 წელს ითვლის და უკვე რამდენიმე მნივნელოვანი და საინტერესო პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის გამოვყოფ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართულს პროექტს, რომელზეც თქვენ საუბრობთ. პროექტი განხორციელდა ოზურგეთის მუნიციპალტეტის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალებისთვის, იმ ქალებისთვის, რომლებიც უკვე ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას, ან აქვთ სურვილი და პოტენციალი რომ გახდნენ მომავალი მეწარმეები.
რაც შეეხება მეწარმე ქალების პრობლემებს და მათ საჭიროებებს. ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ კვლევა და ჩვენი ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები გადავეცით მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, და როგორც თქვენი პირველი კითხვის პასუხად მოგახსენეთ, ჩვენს რეკომენდაციებს უკვე თვითმართველობა აქვებს რეალობად და გაითვალისწინება თავის საქმიანობაში. ჩვენ კი ამ პროცესის ადვოკატირებას მოვახდებთ.

გურული მეწარმე ქალები მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან, მათ შორის არის ინფორმაციის ნაკლებობა, სერვისებზე ნაკლები წვდომა, მწირი ფინანსური წყაროები, პრობლემები ბანკებთან ურთიერთობის დროს და ასევე, საზოგადოების მხრიდან არასაკმარისი ნდობა. ქალებს დახმარება ბევრი მიმართულებით სჭირდებათ, იქნება ეს განათლება, კვალიფიკაცია, სერვისების მიწოდება, ეკონომიკურ პროექტებში მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა, და ასევე მედია მხარდაჭერა.

პროექტის ფარგლებში ჩვენ საზოგადოებას გავაცანით მუნიციპალიტეტში ჩვენს სამიზნე სოფლებში მცხოვრები რამდენიმე წარმატებული მეწარმე ქალი და ასევე იმ ქალებზეც მოვუყევით, რომლებიც ახლა იკიდებენ ფეხს ბიზნესში, თუმცა აქვთ საკმაოდ დიდი მოტივაცია და რესურსი რომ გახდნენ წარმატებულები.

ამგვარი ისტორიები დადებით როლს ასრულებს ქალთა გაძლიერებაში, მათი თავდაჯერებულობისა და მოტივაციის ამაღლებაში.

თქვენ, მედიას გაქვთ საკმაოდ კარგი ბერკეტი, რომ მთლიანად საზოგადოების წარმოდგენები, მათი სტერეოტიპული დამოკიდებულება შეცვალოთ მეწარმე ქალების საქმიანობის მიმართ.

უფრო ხშირად უნდა გააშუქოთ ისინი, აჩვენოთ საზოგადოებას, რომ ქალებს ეს საქმე მამაკაცებზე ნაკლებად არ გამოსდით, რომ შესაძლებელია ქალმა ოჯახის საქმე და ბიზნესი შესანიშნავად შეუთავსოს ერთმანეთს. რომ ქალი მეწარმე იშვიათი გამონაკლისი არ არის.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ყველა პროექტში მედიის როლი და მისი ჩართულობა უმნიშნელოვანესია და ზოგადად, სამოქალაქო სექტორის განვითარება მედიის დახმარების გარეშე წარმოუდგენელია.

კითხვა 4 - როგორც ცნობილია სოფელში მცხორები ქალებისთვის იყო გაწერილი თქვენი პროექტი, რა წარმატებების და გამოწვევების წინაშე არიან ისინი?

დღეს ჩვენს მუნიციპალიტეტში ქალები სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან.

არცთუ იშვიათად, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება განიხილება ქალების გარკვეული ჯგუფებისთვის მხოლოდ ერთჯერადი შესაძლებლობების მიცემის ჭრილში. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბარიერად კვლავაც რჩება ოჯახზე ზრუნვის ვალდებულება, რაც ქალების დიდი ნაწილისთვის ამცირებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

რეგიონში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შემაფერხებელი ფაქტორებიდან ასევე მნიშვნელოვანია გენდერული უთანასწორობა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობისას, რომლის მიხედვით, მამაკაცები ორჯერ უფრო ხშირად არის დოკუმენტირებული მფლობელები, ვიდრე ქალები. ქალები ასევე ვერ სარგებლობენ საკუთარი აქტივების გაყიდვის ან ანდერძით გადაცემის უფლებით, რადგან მათი გავლენა გადაწყვეტილების მიღებისას შეზღუდულია.

ამას ემატება ასევე, საბანკო კრედიტის აღებისას არსებული ბარიერები, რადგან ბანკები კრედიტის გაცემისას ითხოვენ მიწის ნაკვეთის ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. ზემოთ აღწერილი დისკრიმინაციული პრაქტიკა ქალებს მეტად დაუცველს ხდის და უფრო მეტად ართულებს მათ ეკონომიკურ გაძლიერებას. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მიერ პოლიტიკა ისე უნდა დაიგეგმოს, რომ მაქსიმალურად აკმაყოფილებდეს ქალთა საჭიროებებს მორგებულ სერვისებს.

ქალების დაბალი ეკონომიკური აქტივობის შედეგი მრავალი მიმართულებით უარყოფითია. ქალები, რომლებიც დაბალი ეკონომიკური აქტიურობით გამოირჩევიან, ცხადია, უფრო ცუდ მატერიალურ პირობებში ცხოვრობენ, აქვთ ნაკლები თავდაჯერებულობა, მათი ცხოვრებისა და სოციალიზაციის ხარისხიც დაბალია, უფრო ხშირად ექცევიან გენდერული სტერეოტიპების ტყვეობაში და განიცდიან ძალადობას.

და როგორც ამ ინტერვიუს მიმდინარეობის დროს უკვე რამდენჯერმე აღვნიშნე, ბოლოს ისევ მედიის როლის ხაზგასმით მსურს დავასრულო.

მედიას არასამთავრობო სექტორთან ერთად, უდიდესი როლი აქვს გენდერული სტერეოტიპების მსხვრევაში, და ერთ-ერთი ასეთი სტერეოტიპი სამწუხაროდ, მეწარმე და ბიზნესმენ ქალებს უკავშირდება.

ჩვენი მხრიდან გპირდებით, რომ მედია იქნება ჩვენი ყველა პროექტის და აქტივობის არა მხოლოდ გამშუქებელი, არამედ მნიშვნელოვანი მოკავშირე და პარტნიორი.

ქალთა ეკონომიკური საქმიანობის ხელშემწყობი პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო
„შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად - აქტივიზმი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ - ქალთა ეკონომიკური საქმიანობის ხელშემწყობი პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

დაიგეგმა საინიციატივო ჯგუფის შექმნა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მცირე ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელ ქალთა ბიზნესსაქმიანობის გაუმჯობესებას და ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას სამოქალაქო პროცესებში.

შეხვედრას ესწრებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკრებულოს წევრი ქალბატონები, მერიის ეკონომიკისა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურების მენეჯერები, ქალთა ოთახისა და სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი ხორციელდება „ქალთა ფონდი საქართველოში“-ის მხარდაჭერით.

დისკუსია-ფორუმი „გურიის რეგიონის მწვანე მომავალი - გამოწვევები და პერსპექტივა“
პროექტის „კლიმატის ცვლილების მიტიგაცია გურიაში - სამოქალაქო აქტივიზმი სუფთა სუფსისთვის“ ფარგლებში, გაიმართა დისკუსია-ფორუმი „გურიის რეგიონის მწვანე მომავალი - გამოწვევები და პერსპექტივა“.

პროექტის აქტივობებისა და რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა პროექტის დირექტორმა ზურაბ ნასარაიამ, ხოლო ლიეტუვას გარემოსდაცვითი პრაქტიკის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა ექსპერტმა ვიდა ვრუბლიაუსკენემ. შეხვედრის ბოლოს, დაჯილდოვნდნენ ნახატების კონკურსის „სუფთა სუფსა“ გამარჯვებული მოზარდები, „ბუნების ქომაგი ქალის“ სერტიფიკატები გადაეცათ პროექტის მონაწილე ქალბატონებს.

პროექტი მიმდინარეობდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO CAP) ფარგლებში, რომელსაც CENN-ი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ახორციელებს ოთხ რეგიონში.

ქართული დელეგაცია სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდა
პროექტის „გურია - სიცოცხლის ზეიმი. გურიის ტურისტული ბრენდის სტრატეგიის შექმნა და განხორციელება“ (Guria – Celebrate Life. Development and implementation of the Guria brand strategy) ფარგლებში, ქართული დელეგაცია სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდა.

დელეგაციის წევრებმა - ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალური მთავრობების ხელმძღვანელმ პირებმა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა დაათვალიერეს პოლონეთის ღირსშესანიშნაობები, გაეცვნენ ადგილობრივი ტურისტული კომპანიებისა და ფერმერული მეურნეობების საქმიანობას, მონაწილეობა მიიღო ერთობლივ დისკუსიებსა და მასტერკლასებში.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერილ პროექტს ახორციელებს Stowarzyszenie Samorządów Euroregionu Bug პარტნიორებთან ერთად: „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი - სიპისი“, „I (პირველი) ბლოკი“, Centrum Współpracy Polska-Wschód/Poland-East Cooperation Centre, ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები.

სემინარები და მასტერკლასები გურიის ტურისტული ბრენდის სტრატეგიის შექმნისთვის
გურიის ტურისტული ბრენდის სტრატეგიის შექმნაში მონაწილე ექსპერტების ჩართულობით, 2-10 ნოემბერს გაიმართა ონლაინ სემინარები და მასტერკლასები: გურიის ბრენდის კაპიტალის ანალიზი. მემკვიდრეობით მიღებული და შექმნილი აქტივები; გურიის ბრენდის კაპიტალის ანალიზი. არსებული და განვითარებული გარე აქტივები; გურიის ბრენდის იმიჯის დიაგნოსტიკა. გურიის ბრენდის ძირითადი ასოციაციები და ბუნებრივი იდენტურობა; გურიის ბრენდის მარკეტინგული აქტივობის ანალიზი ინტერნეტსა და მედიაში.

სემინარებს უძღვებოდა პოლონური ორგანიზაცია „სინერგიას“ ექსპერტი ტურიზმის, ადგილის ბრენდ მენეჯმენტისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერილ პროექტს ახორციელებს Stowarzyszenie Samorządów Euroregionu Bug პარტნიორებთან ერთად: „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი - სიპისი“, „I (პირველი) ბლოკი“, Centrum Współpracy Polska-Wschód/Poland-East Cooperation Centre, ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები.

პოლონელმა პარტნიორებმა გურიის ტურისტული ობიექტები მოინახულეს
პროექტის „გურია - სიცოცხლის ზეიმი. გურიის ტურისტული ბრენდის სტრატეგიის შექმნა და განხორციელება“ (Guria – Celebrate Life. Development and implementation of the Guria brand strategy) ფარგლებში, 3-8 ნოემბერს, პოლონელი პარტნიორები გურიას სტუმრობდნენ.

პოლონური დელეგაციის წევრები გურიის სამხარეო ადმინისტრაციის, ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს გურიის ტურისტული პოტენციალის, ტურისტული ბრენდის სტრატეგიისა და ტურისტული პროდუქტების კონცეფციის შექმნის შესახებ, ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები.

პოლონელმა სტუმრებმა დაათვალიერეს გურიის ტურისტული ობიექტები და ღირსშესანიშნავი ადგილები. მონაწილეობა მიიღეს ალეგრობის სახალხო დღესასწაულში.

„გაკვეთილი ბუნებაში“ - კვირიკეთის სკოლის მოსწავლეებმა მუნიციპალური ნარჩენების მართვის შესახებ იმსჯელეს
კვირიკეთის საჯარო სკოლა აქტიურად ჩაერთო პროექტში - „კლიმატის ცვლილების მიტიგაცია გურიაში - სამოქალაქო აქტივიზმი სუფთა სუფსისთვის“.

სამოქალაქო განათლების და ბუნებისმეტყველების პედაგოგებმა - ლ. ქილიფთარმა და მ. ცეცხლაძემ ჩაატარეს „გაკვეთილები ბუნებაში“, სადაც მოსწავლეებს გააცნეს მუნიციპალური ნარჩენების გადამუშავებისა და გარემოს დაცვის თანამედროვე მიდგომები.

მოსწავლეებმა დაასუფთავეს მდინარის 0,5 კმ ზოლი და სანაპიროებზე განათავსეს ბანერები: „ნუ დაანაგვიანებთ!“ „გადავარჩინოთ ჩვენი სოფლის მდინარე!“

პროექტი მიმდინარეობს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO CAP) ფარგლებში, რომელსაც CENN-ი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ახორციელებს ოთხ რეგიონში.

ბახვის საჯარო სკოლაში გაკვეთილი - „წყლის რესურსების დაცვა“ ჩატარდა
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლა აქტიურად მონაწილეობს პროექტში - „კლიმატის ცვლილების მიტიგაცია გურიაში - სამოქალაქო აქტივიზმი სუფთა სუფსისთვის“.

პროექტის ფარგლებში, პედაგოგმა ეკატერინე რუსიამ ჩაატარა გაკვეთილი „წყლის რესურსების დაცვა“, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის წყლის სასიცოცხლო მნიშვნელობისა და ეკოლოგიური პრობლემების გაცნობა.

მოსწავლეებმა ჯგუფური მუშაობის შედეგები წარმოადგინეს პრეზენტაციების სახით და იმსჯელეს წყლის რესურსების გამოწვევების შესახებ.

პროექტი მიმდინარეობს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO CAP) ფარგლებში, რომელსაც CENN-ი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ახორციელებს ოთხ რეგიონში.