თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი

მარიამ ვერშინინა, „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის“ აღმასრულებელი დირექტორი:
„კვლევის ანგარიშმა აჩვენა, რომ საქმე გვაქვს კომპლექსურ სოციალურ გამოწვევასთან, რომელიც მოითხოვს მრავალმხრივ და კოორდინირებულ მიდგომას.

იმედის მომცემია ის ფაქტი, რომ გამოკითხულთა 90%-მა გამოხატა მზაობა, გახდეს კაპარჭინას პრობლემის მოგვარების აქტიური ნაწილი“.

#კაპარჭინასთვის

ფოთში, კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში, გაიმართა „სამოქალაქო პიკნიკი - კაპარჭინასთვის“.
„სამოქალაქო პიკნიკი - კაპარჭინასთვის“ მოიცავდა მდინარე სანაპიროს დასუფთავების აქციას და საგანმანათლებლო-კულტურულ ღონისძიებებს - „მსოფლიო კაფეს“, სამაგიდო თამაშებს, გამოფენებსა და შემოქმედებით აქტივობებს.

ღონისძიებას მასპინძლობდა „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი“.

ღონისძიებაში, რომლის მიზანი იყო კაპარჭინას კლიმატისადმი მდგრადობის გაუმჯობესებაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა, მონაწილეობდნენ ფოთის მაცხოვრებლები, მწვანე აქტივისტები, გარემოსდაცვითი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ინიციატივა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დანიის მთავრობის ხელშეწყობით, პროექტის - „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ - ფარგლებში.

მადლობა მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის: არტელი მულტიფუნქციური შემოქმედებითი ჰაბი, კოლეჯი „ფაზისი“, ფონდი „ბილივი“, ფოთის ცეკვის აკადემია, კოლხეთის ეროვნული პარკი.

#კაპარჭინასთვის

„სამოქალაქო პიკნიკი“ ოზურგეთის დაკიდულ ბაღში – ეკოლოგიური საკითხების განხილვა
26 ივლისს „ოზურგეთის დაკიდულ ბაღში“ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით „სამოქალაქო პიკნიკი“ გაიმართა.

შეხვედის მონაწილეებმა ისაუბრეს ეკოლოგიური საფრთხეების, პლასტმასის ნარჩენების სეპარაციისა და გარემოსდაცვით საკითხებში მოქალაქეთა პასუხისმგებლობის შესახებ.

დისკუსიის პარალელურად, გაჩნდა ინიციატივა ბაღის შემდგომი კეთილმოწყობისა და სოციალურ კამპანიებში მოხალისეობრივი მონაწილეობის თაობაზე.

პროექტი „პლასტმასის ნარჩენების მდგრადი მართვის ინოვაციური მოდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“ ხორციელდება „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის“ მიერ, ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

„სამოქალაქო პიკნიკი“ – პლასტმასის ნარჩენების მართვის ინოვაციური მოდელის განხილვა ოზურგეთში
25 ივლისს ჩვენი პროექტის - „პლასტმასის ნარჩენების მდგრადი მართვის ინოვაციური მოდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის კულტურის ცენტრში „სამოქალაქო პიკნიკი“ გაიმართა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ და აქტივისტებმა შეხვედრაზე იმსჯელეს პლასტმასის ნაწარმის გამოყენების პრაქტიკასა და ეკოლოგიურ გამოწვევებზე.

„სამოქალაქო პიკნიკის“ მონაწილეებმა ინტერესი გამოთქვეს ნარჩენების მართვის ინოვაციური იდეებისა და მოხალისეობრივი კამპანიების მხარდაჭერისადმი.

პროექტი ხორციელდება „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის“ მიერ, ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

„მდინარე კაპარჭინას ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება“ – კვლევის ანგარიში
პროექტის „ფოთის მუნიციპალიტეტში მდინარე კაპარჭინას კლიმატისადმი მდგრადობის გაძლიერება ინკლუზიური საზოგადოების ჩართულობის გზით“ ფარგლებში, ჩატარდა რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევა.

„მდინარე კაპარჭინას ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება - კვლევის ანგარიში“ მოიცავს ფოთის მოსახლეობის გამოკითხვას, სიღრმისეულ ინტერვიუებს და ფოკუს-ჯგუფებს.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მდინარის აღდგენა გადაუდებელი აუცილებლობაა და საჭიროებს სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც დაეფუძნება არა მხოლოდ ერთჯერად გაწმენდით აქციებს, არამედ სისტემურ და გრძელვადიან მიდგომას, სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო სექტორის და მოსახლეობის ჩართულობით.

კაპარჭინას ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მომზადებული რეკომენდაციები მოიცავს:
სისტემურ და ინსტიტუციურ რეფორმებს, ინფრასტრუქტურულ და საინჟინრო გადაწყვეტილებებს, საზოგადოების ჩართულობასა და ცნობიერების ამაღლებას, რეკრეაციული და ტურისტული პოტენციალის აღდგენას.
ინიციატივა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დანიის მთავრობის ხელშეწყობით, პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ ფარგლებში.

ონლაინ გამოკითხვა – კაპარჭინას მდინარის მდგომარეობისა და პერსპექტივის შეფასება
ფოთის მოსახლეობის, ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ბიზნესის საყურადღებოდ!

გთხოვთ, მიიღოთ მონაწილოება ონლაინ გამოკითხვაში, რომელიც ეხება მდინარე კაპარჭინას მდგომარეობისა და პერსპექტივის შეფასებას.

გამოკითხვა ტარდება „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრ სიპისის“ მიერ, გაეროს UNDP და დანიის მთავრობის ხელშეწყობით, პროექტ „მწვანე მომავალი, უფლებები და პოლიტიკა“ ფარგლებში.

გამოკითხვის დეტალებს გაეცანით აქ

კაპარჭინასა და პალიასტომის ტბის ეკოლოგიური მდგომარეობის კვლევის შედეგები
ჩვენი პროექტის - „ფოთის მუნიციპალიტეტში მდინარე კაპარჭინას კლიმატისადმი მდგრადობის გაძლიერება ინკლუზიური საზოგადოების ჩართულობის გზით“ ფარგლებში, შემოწმდა კაპარჭინასა და პალიასტომის ტბის ჰიდროლოგიური და გეოლოგიური პარამეტრები.

2025 წლის ივნისში აღებული წყლის სინჯების შედარებითი ანალიზითა და ეკოლოგიური მდგომარეობის ინტეგრირებული შეფასებით, კაპარჭინას წყალი აჩვენებს ეკოსისტემური სტრესის მკაფიო ნიშნებს.
ზოგიერთ ფიზიკურ და მიკრობიოლოგიურ მაჩვენებელში წყლის ხარისხი აკმაყოფილებს დასაშვებ ნორმებს, თუმცა ძირითად ჰიდროქიმიურ კომპონენტებში დაფიქსირებული გადახრები მიუთითებს ბუნებრივ და ანთროპოგენულ (ადამიანის მიერ გამოწვეულ) დაბინძურებაზე.

სპეციალისტების მიერ გაცემულია რეკომენდაციები:
დაბინძურების წყაროების იდენტიფიცირება და გაკონტროლება
მონიტორინგისა და სეზონური ანალიზის გაძლიერება
წყალგამყოფი სისტემის დაცვა და რეკულტივაცია
კანალიზაციისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
სიღრმის მონიტორინგის რეგულარული გრაფიკის შედგენა
პერიოდული ბიომონიტორინგი
საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება
ინიციატივა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დანიის მთავრობის ხელშეწყობით, პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ ფარგლებში.

ფოკუს-ჯგუფები ფოთში: მდინარე კაპარჭინას ეკოლოგიური პრობლემების ერთობლივი ანალიზი
ჩვენი პროექტის ფარგლებში, ფოთში ჩატარდა ფოკუს-ჯგუფების სერია, მდინარე კაპარჭინას ეკოლოგიური მდგომარეობის, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებისა და გარემოსდაცვითი გამოწვევების ერთობლივი ანალიზის მიზნით.

ფოკუს-ჯგუფების მონაწილეების - მდინარისპირა უბნების მცხოვრებლების, ეკო-აქტივისტების, ჯანდაცვის, განათლების, მცირე ბიზნესის და ტურიზმის სფეროების წარმომადგენელთა ჩართულობით შემუშავდა ინტერაქტიული რუკა, სადაც დატანილია მდინარის პრობლემური ლოკაციები.

მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს ფოკუს-ჯგუფებში ჩართულობისთვის, გამოცდილებისა და სამომავლო ხედვების გაზიარებისთვის.

ინიციატივა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დანიის მთავრობის ხელშეწყობით, პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ ფარგლებში.

„პლასტმასის ნარჩენების მდგრადი მართვის ინოვაციური მოდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში გაიმართა სამდღიანი ტრენინგი
„პლასტმასის ნარჩენების მდგრადი მართვის ინოვაციური მოდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, გაიმართა სამდღიანი ტრენინგი, რომლიც თემატური ბლოკები მოიცავდა:
პლასტიკური დაბინძურება და ეკოლოგიური საფრთხეები – მონაწილეებმა გააანალიზეს პლასტმასის დაბინძურების გლობალური და ლოკალური მასშტაბები, მისი ზეგავლენა ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ნარჩენების მართვა და ცირკულარული მიდგომები – მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა ნარჩენების პრევენციაზე, გადამუშავებასა და მწვანე ეკონომიკაზე.
ჯანსაღი გარემოს უფლება და მოქალაქეთა ჩართულობა – სესია დაეთმო სამართლებრივ და ინსტიტუციურ ჩარჩოებს, ასევე, მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებს საჯარო გადაწყვეტილებებში.

პროექტი „პლასტმასის ნარჩენების მდგრადი მართვის ინოვაციური მოდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“ ხორციელდება „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის“ მიერ, ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

ოზურგეთში პლასტმასის ნარჩენებისთვის 40 ახალი კონტეინერი დაიდგა
პლასტმასის ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 40 ახალი კონტეინერი დაიდგა.

პლასტმასის სეპარაციისთვის განკუთვნილი კონტეინერები ოზურგეთის კვებისა და სავაჭრო ობიექტების, სასწავლო დაწესებულებების, რკინიგზისა და ავტოსადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე, ოზურგეთის კომუნალური მომსახურების ცენტრთან თანამშრომლობით განთავსდა.

პლასტმასის ნარჩენების გადამუშავების პროგრამა მიმდინარეობს პროექტის „პლასტმასის ნარჩენების მდგრადი მართვის ინოვაციური მოდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.