
20 ივლისს, პროექტის — „გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება — სამოქალაქო კეთილდღეობისთვის“ ფარგლებში, კომუნიკაციების ჯგუფის წევრების მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომუნიკაციების კონსულტანტმა, ფატი მამიაშვილმა, შეხვედრის მონაწილეებს „მონაწილეობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ (CPC) კომუნიკაციის სტრატეგია გააცნო. მან ხაზი გაუსვა მსგავსი დოკუმენტის მნიშვნელობას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSO) ინსტიტუციური განვითარების პროცესში.
შეხვედრაზე მოწვეულმა არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებმა ურთიერთთანამშრომლობისა და კომუნიკაციის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. მედიის წარმომადგენლების თქმით, რეგიონში პროექტების კოალიციურ რეჟიმში და მედიასთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელება მნიშვნელოვნად გააძლიერებს ორივე სექტორს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლები:
-
„ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი - პროგრესის სახლი“;
-
„სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო“;
-
„გურიის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“;
-
„საქართველოს დემოკრატიული განვითარების ცენტრი“;
-
რეგიონში მოქმედი მედია ორგანიზაციები.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის — „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ არის დაფინანსებული.



