Skip to content


სატენდერო განცხადება

„მონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი CPC“, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ მხარდაჭერითა და პროექტის — „გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება — სამოქალაქო კეთილდღეობისთვის“ ფარგლებში, აცხადებს ტენდერს ორგანიზაციის კომუნიკაციის სტრატეგიის მომზადებაზე.

კომუნიკაციის სტრატეგია უნდა მოიცავდეს შიდა და გარე კომუნიკაციის კომპონენტებს, ბრენდბუქის (Brand Book) შექმნის სტანდარტებს, ინტერვიუებს, რეკომენდაციებს, საჭიროებებისა და მიგნებების ანალიზს. ასევე, ახალი ფონდებისა და პარტნიორების მოძიების სქემას, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიზანს — ჩამოყალიბდეს ანგარიშვალდებულ და კონკურენტუნარიან აქტორად.

ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვთ შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

კომუნიკაციის სტრატეგიის მომზადებისას მნიშვნელოვანია სამუშაო პროცესში ორგანიზაციის წევრების ჩართულობის უზრუნველყოფა და მათთან მჭიდრო თანამშრომლობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი წინადადება და ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია ელექტრონულ მისამართზე: cpc.ngo@gmail.com არაუგვიანეს 2023 წლის 3 მარტისა.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • რეზიუმე (CV);

  • ინფორმაცია ანალოგიური სამუშაოს შესრულების გამოცდილების შესახებ;

  • დარგის ექსპერტის რეკომენდაცია.

შეფასების კრიტერიუმები:

  • შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

  • შეკვეთის შესრულებისთვის საჭირო დრო;

  • მომსახურების ღირებულება.