Skip to content


ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებთან პარტნიორობით, ლესას, ასკანასა და მთისპირის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, მდინარე სუფსის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქციები მოეწყო.

დასუფთავების აქცია, რომელშიც 100-ზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა, ჩატარდა პროექტის - „კლიმატის ცვლილების მიტიგაცია გურიაში - სამოქალაქო აქტივიზმი სუფთა სუფსისთვის“ ფარგლებში.

პროექტი მიმდინარეობს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO CAP) ფარგლებში, რომელსაც CENN-ი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ახორციელებს ოთხ რეგიონში.